ორ სასტუმროს შორის არსებული გზა ..:)))))))))))))))
View rukaaa in a larger map
Monday, May 9, 2011
Monday, April 18, 2011
Monday, April 11, 2011
Monday, April 4, 2011
ბიბლიოგრაფია ეროვნული ბიბლიოთეკიდან
- დებულება ა/კ რკინიგზის სკოლების, სკოლა-ინტერნატებისა და ბავშვთა სახლების მოსწავლეთა მხატვრული თვითმოქმედების V საგზაო ფესტივალის ჩატარების შესახებ. - თბ., 1976. - 16გვ. ; 20სმ.. - უფასო, 100ც.
- მასალები ყველა ტიპისა და სახელწოდების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების, სკოლა-ინტერნატების და ბავშვთა სახლების მასწავლებლების, აღმზრდელების, უფროს პიონერხელმძღვანელების, საბავშვო სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელების ატესტაციის შესახებ / საქ. სსრ განათლ. სამინისტრო. მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრ. ინ-ტი. - თბ., 1985. - 73გვ.. - ზოგიერთი მასალა რუს.. - უფასო, 6000ც.
Tuesday, March 22, 2011
ვითარება რომელიც იყო ბათუმში 2006 წელს
სახალხო დამცველთან არსებული პაციენტთა უფლებების ცენტრის წარმომადგენლებმა 30 აპრილს ბათუმის ჩვილ ბავშვთა სახლი _ „სავანე“ და ბათუმის ბავშვთა სახლი მოინახულეს.
„სავანეში“ ამჟამად 6 წლამდე ასაკის 73 ბავშვია მოთავსებული. მონიტორინგის შედეგების მიხედვით მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა გაურკვეველია გათბობის სამომავლო პერსპექტივა, არ არის საკმარისი დაფინანსება, რაც საფენებისა და ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების სიმწირეს იწვევს. არც სათამაშოები და ჭოჭინები ყოფნით.
როგორც ჩვილ ბავშვთა სახლის დირექტორმა განაცხადა, „სავანე“ დღემდე შპს-დ არის რეგისტრირებული და შესაბამისადაც იბეგრება (როგორც მომგებიანი ორგანიზაცია). დირექციას დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირება სურს, რასაც ბიუროკრატიული ბარიერები უშლის ხელს.
სახალხო დამცველთან არსებული პაციენტთა უფლებების ცენტრის წარმომადგენლებს ბათუმის ბავშვთა სახლში, სადაც 6 წლიდან და უფროსი ასაკის 75 ბავშვი იზრდება, გაცილებით მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები დახვდათ. შენობა გადაუდებელ რემონტს საჭიროებს. გაუმართავია წყალგაყვანილობის სისტემა, მოუწესრიგებელია საშხაპეები, ტუალეტები და პირსაბანები. საძინებელი ოთახები ყაზარმული ტიპისაა და ფაქტიურად არ თბება.
ბავშვთა სახლს გარდა ბიუჯეტისა, შემოსავლის სხვა წყაროებიც აქვს. წყალ-კანალიზაციის ხარჯები, სანჰიგიენური მომსახურებისა და ელექტრო-ენერგიის გადასახადები სპონსორების შემოწირულობებით იფარება. მაგრამ შენობის სავალალო მდგომარეობა თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ან ცუდი მენეჯმენტის ეჭვებს აღძრავს. ამასთან, დოკუმენტაციის თანახმად ბავშვთა სახლი 2003 წელს გარემონტდა, რეალურად კი ბოლო ორი წლის განმავლობაში, სპონსორთა დახმარებით, მხოლოდ კარ-ფანჯრები გამოიცვალა. და ამჟამად სასადილო და სამედიცინო კაბინეტი რემონტდება.
* * *აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მიმდინარე 2006 წლის განმავლობაში ბათუმის ბავშვთა სახლის 8 აღსაზრდელი თავის ბიოლოგიურ ოჯახს დაუბრუნდა.
* * *სახალხო დამცველთან არსებული პაციენტთა უფლებების დაცვის ცენტრის საქმიანობა გაეროს განვითარების პროგრამისა და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

Monday, March 21, 2011
რატომ ეს თემა?
მე ვფიქრობ, რომ ეს თემა საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს ყოველი ჩვენგანისთვის.სამწუხაროდ, საქართველოში მიუსაფარი ბავშვების რიცხვი იზრდება, რომლებსაც ბავშვთა სახლის გარდა სხვა თავშესაფარი არ გააჩნიათ. ამიტომ, მიმაჩნია რომ ამ საქმეს სერიოზული მიდგომა სჭირდება.საინტერესოა,რამდენად უზრუნველყოფილია ეს დაწესებულებები,ხომ არ ირღვევა ბავშვთა უფლებები, რა აკლიათ მათ,რამდენად ზრუნავს მათზე სახელმწიფო და ა.შ როგორ შეიძლება მოგვარდეს ის პრობლემები რომლის წინაშეც ვდგავართ,რადგან ვფიქრობ, რომ საზოგადოებაც უნდა ღელავდეს ამ საკითხზე.მიმიდონარეობს(თუ კი, რამდენად წარმატებით) თუ არა დეინსტიტუციონალიზაცია, იგივე ბავშვთა სახლების მიმსგავსება ოჯახური ტიპის გარემოსთან.მზგავსი ტიპის კვლევაში ადრეც მიმიგია მონაწილეობა, (2007-2008 წლებში) იმ დროისათვის, რბილად რომ ვთქვათ “არასახარბიელო” ვითარება იყო ბავშვთა სახლებში.მაინტერესებს ვითარება რამდენად შეიცვალა, ამიტომ შევეცდები რეალური მასალის მიხედვით გავაკეთო დასკვნები. თანაც ჩემი მომავალი პროფესიისთვის ამგვარი კვლევა პირდაპირ მისწრებაა ..:)))=)))
Subscribe to:
Posts (Atom)